მადრიდი მაღაზიების ვიტრინებში განათების გათიშვას ეწინააღმდეგება

მადრიდის ლიდერი, იზაბელ დიას აიუზომ განაცხადა, რომ დედაქალაქის რეგიონი არ ეთანხმება მთავრობის დადგენილებას, რომელიც ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების შემოღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

ესპანეთის მთავრობამ სპეციალური განკარგულება ორშაბათს დაამტკიცა, რომელიც ყველა ბიზნესსა და საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, ზაფხულში კონდიციონერის, ზამთარში კი გათბობის ტემპერატურა შეზღუდონ და 22:00 საათის შემდეგ მაღაზიების ვიტრინების განათება გამორთონ.

იზაბელა დიას აიუზო ამბობს, რომ მადრიდი ღამით მაღაზიებში განათების გათიშვას არ ეთანხმება, რადგან „ეს ნაკლები უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნის, ტურისტებს შეაშინებს და მოხმარებას შეამცირებს.“

„ეს მეტ სიბნელესა და სიღარიბეს ნიშნავს,“ – აცხადა რეგიონის ლიდერი.

თუმცა გამოცემას იურისტებმა განუმარტეს, რომ აიუზო მთავრობის განკარგულებას ვერ უგულვებელყოფს და მხოლოდ სასამართლოში მისი გასაჩივრება შეუძლია.

რეგიონის ლიდერი ცენტრალური ხელისფლების ზომებს კორონავირუსის პანდემიის დროსაც არაერთხელ შეწინააღმდეგებია. ის ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების მომხრე რჩება.

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”

Leave a Reply

Menu Title