გუტიერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს

მე ღრმად შეშფოთებული ვარ სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო არსებული ვითარებით, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

„ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გაყვანა უნდა მოხდეს. ობიექტი არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. საჭიროა სასწრაფო შეთანხმება ტექნიკურ დონეზე დემილიტარიზაციის უსაფრთხო პერიმეტრზე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სამხედრო აქტივობა ატომური ელექრტროსადგურის უშუალო სიახლოვეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ზაპოროჟიეს ან უკრაინის ნებისმიერი სხვა ბირთვულ ობიექტის პოტენციურმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები არა მხოლოდ უშუალო სიახლოვეს, არამედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა გუტერეშმა.

Leave a Reply

Menu Title