სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის მომსახურების ცენტრში დასაქმების პროგრამას განაგრძობს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთაში დასაქმების პროგრამას განაგრძობს, რომლის მიზანი მომსახურების ცენტრში ახალი კადრების მოზიდვა და დასაქმებაა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამოცხადებული პროექტი შერჩეული პესონალის გადამზადებასა და პროფესიული უნარების ამაღლებასაც ითვალისწინებს.

„პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მომსახურების ცენტრში ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმდებიან შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ სტაჟირების განმავლობაში, მომავალი თანამშრომლების გადამზადება მოხდება კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლების მიერ. პროექტის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სასურველია კანდიდატები მცხეთის ან მცხეთის მუნიციპალიტეტის არეალის მცხოვრებლები იყვნენ.

ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელქტრიკოსის პოზიციაზე სახელფასო ანაზღაურება 1150 ლარია (დარიცხული), ხოლო მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე, რომელიც 4 დღეში ერთხელ მორიგეობას გულისხმობს – 1000 ლარი (დარიცხული). ასევე კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის ანაზღაურებად სწავლებას კომპანიის საველე მომზადების ბაზაზე პრაქტიკოს ენერგეტიკოსებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577351819; 577352020; 577350050. ასევე კანდიდატებმა გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge -ზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალი ძირითადად საქართველოს რეგიონებს მოიცავს და სწორედ რეგიონებია ჩვენთვის კადრების მოზიდვისა და დასაქმების ძირითადი პრიორიტეტი. ამ მიზნით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ადგილებზე პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ენერგეტიკის სპეციალობით და ამავე დროს, მათ ჩვენს დიდ კომპანიაში დასაქმების საშუალება მივცეთ. ჩვენ, შიდა გადამზადების კარგი ბაზა და გამოცდილება გვაქვს, რაც პროფესიული სტანდარტების განვითარების მყარ საფუძველს გვიქმნის“, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მენეჯერმა გიორგი ტრაპაიძემ.

 

Leave a Reply

Menu Title