უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს

უკრაინის შსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სადგურის მუშაობის „ადეკვატური“ კონტროლი არ არსებობს, ის გაუნათლებელი ადამიანების ხელშია, რომლებმაც „შესაძლოა ტრაგედია დაუშვან“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც რჩებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ.

მონასტირსკიმ გაიხსენა, რომ სადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკაა განთავსებული, რაც ფასდება, როგორც საფრთხის უმაღლესი დონე.

მინისტრმა თქვა, რომ ოკუპანტების მიერ სადგურის დაბომბვა იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს.

დენის მონასტირსკი შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავრობა, „სხვადასხვა სცენარს“ განიხილავენ, მათ შორის, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაციას.

Leave a Reply

Menu Title