ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანთან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის გადაზიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას უარყოფს

„ამ დროისთვის, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში არ არის გეგმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანთან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის გადაზიდვის საკითხი უნდა განვიხილოთ“, – ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„სამინისტროში, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებისთვის გეგმა არ დევს. მე გავეცანი ამ სიახლეს და რეალურად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაპირებთ ხელი მოაწეროთ რაიმე სახის ნავთობის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას [BTC-ის მეშვეობით]. ასეთი ტექნიკური საკითხები ეროვნული კომპანიების დონეზე განიხილება, რადგან დგას ასეთი ამოცანა. მაგრამ არ მიდის საუბარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, სექტემბრიდან ნავთობის გადაზიდვაზე, როგორც ეს იყო ნათქვამი“, – განაცხადა აკჩაკულოვმა ატირაუში გამართულ ბრიფინგზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

მინისტრმა განმარტა, რომ შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვაზე მოლაპარაკებები ნაციონალური კომპანიების დონეზე მიდის, თუმცა „ცალსახაა, რომ ეს საკითხი ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს“.

ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.

წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply

Menu Title