Saudi Aramco-მა მ/წლის II კვარტალში სუფთა მოგება 90%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Saudi Aramco-ის სუფთა მოგება  გაიზარდა 48,39 მილიარდ დოლარამდე.

სახელმწიფო ნავთობგიგანტმა Saudi Aramco-მა გააკეთა განცხადება მ/წლის  მეორე კვარტალში მოგების 90%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, Reuters-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

კომპანიამ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს ნავთობის ფასების ზრდის, გაყიდვების მოცულობისა და გადამუშავების რენტაბელობის ფონზე.

Aramco-ის სუფთა მოგება კვარტალში 30 ივნისის ჩათვლით გაიზარდა 181,64 მილიარდ რიალამდე (48,39 მილიარდი აშშ დოლარი) წინა წლის 95,47 მილიარდი რიალის მაჩვენებელთან შედარებით.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ სუფთა  მოგებას 46,2 მილიარდი დოლარის ოდენობით.

Leave a Reply

Menu Title