„როიტერი“ – კოსოვოში მოქალაქეები ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებენ

კოსოვში ენერგეტიკული კრიზისის გამო მოქალაქეებს დენს გრაფიკით მიაწვდიან. როგორც კოსოვოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ საგანაგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანა მოქალაქეების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ხოლო იმპორტის ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი.

„მომხმარებლებს დენი გრაფიკით მიეწოდებათ. ელექტროენერგია ყოველ ექვს საათში ერთხელ ორი საათით გაითიშება“, – განაცხადეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში.

მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული ელექტროსადგურების და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 500 მეგავატ/საათ ელექტროენერგიას იღებს, ხოლო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 800 მეგავატ/სთ-ია საჭირო.

კოსოვოში ელექტროსადგურების 90 პროცენტი ქვანახშირზე მუშაობს. სადგურების ნახევარზე მეტი ახლა ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გათიშულია, რადგან ოპერატორი კომპანია ზამთრის სეზონისთვის ემზადება.

Leave a Reply

Menu Title