გაერო მზადაა შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

გაერო მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გააკეთა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული, კიევი და მოსკოვი სადგურის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე მუშაობს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე, გაეროს სამდივნომ დაადგინა, რომ უკრაინაში არსებობს ლოგისტიკური და უსაფრთხო პოტენციალი, რათა მოხერხდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერი მისიის ვიზიტის დაგეგმვა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, თუ უკრაინა და რუსეთი თანახმა იქნებიან“, – განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.

Leave a Reply

Menu Title