ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე თურქეთსა და საქართველოს ემუქრება – ზელენსკი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ტიპის რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და თურქეთს ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ზელენსკი ამბობს, რომ სადგურის ხელში ჩაგდებით და იქ სამხედრო ტექნიკის განთავსებით რუსეთმა ძალზე სახიფათო სიტუაცია შექმნა.

სადგური დღეს დე ფაქტო დანაღმულია, თუ კატასტროფა მოხდა, შედეგები იმ ქვეყნებზეც აისახება, ვინც დღეს გაჩუმებულია. რუსულმა ძალებმა სადგურის ტერიტორია და მოსაზღვრე რაიონები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ “ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიო ათწლეულობით იბრძოდა ბირთვულ მასალებზე და ბირთვულ უსაფრთხოებაზე სათანადო კონტროლის დასამყარებლად, ახლა კი ამის განხორციელება ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, რუსულმა ქვედანაყოფებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტს დაიკავეს. სადგურში შეჭრის დროს იქ მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული, რა დროსაც სადგურის რამდენიმე სისტემა დაზიანდა.

 

Leave a Reply

Menu Title