„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა

გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟაზე ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს.

ბოლო კოტირება $2 500-ზე მეტი ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა.

იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში არასოდეს ყოფილა განხილული, რუსეთმა ბლოკის ქვეყნებისთვის ლურჯი საწვავის მიწოდების შემცირება დამოუკიდებლად დაიწყო.

ამრიგად, ტრანზიტი უკრაინული GTS-ით და Nord Stream-ით საგრძნობლად დაეცა. რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს.

ივლისის ბოლოს, გაზის ფასი ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე $2300-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Siemens-ის ტურბინა შეწყვეტს მუშაობას, რის შედეგადაც 27 ივლისიდან Nord Stream 1-ით მიწოდება დღე-რამეში 33 მილიონ კუბურ მეტრს გაუტოლდა. რაც გაზსადენის სიმძლავრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

Leave a Reply

Menu Title