უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო

დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება „საშიშია“. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. ის ქალაქის ევაკუაციის გეგმაზე საუბრობს. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს.

„ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რაც შეეხება რადიაციის დონეს ატომურ ელექტროსადგურზე, მისი თქმით, „ვითარება სტაბილურია. ინდიკატორები არ აღემატება ნორმას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, იქ შეჭრილი ძალების უაზრო ქმედებების გამო“.

Leave a Reply

Menu Title