მომავალი წლიდან თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდება

მომავალი წლიდან თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდება

მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ერთეული ავტობუსის შემოყვანა მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში, “მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით, მომავალი წელი ორი პროექტით იქნება გამორჩეული, რომელთაგანაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი სწორედ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტია. ნარმანიას განცხადებით, უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები და დედაქალაქს ავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ევრო გამოეყო.

“უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები. მან თბილისისათვის 30 მილიონი ევრო გამოყო სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად. შეძენილი იქნება 150 ერთეული ავტობუსი, რაზეც ტენდერი გამოცხადდება და მოხდება ფასების დადგენა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის” პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების და მერიაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებიან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მერიაში აცხადებენ, რომ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია “რემისიასთან” ერთად შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მოიცავს პროექტებს ტრანსპორტის, შენობების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მწვანე სივრცეების განვითარების სექტორში.

Leave a Reply

Menu Title