აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ.

ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას.

პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის.

„ევროპაში პირველად გაერთიანდა ორი ქვეყანა და ასეთ მნიშვნელოვან ენერგოპროექტზე თანამშრომლობენ“, – განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

Leave a Reply

Menu Title