IAEA-ის ანგარიში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურზე, ქარხნის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას რუსული სამხედრო პერსონალის, მანქანებისა და აღჭურვილობის ყოფნა დააფიქსირა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს.

„დროებითი ზომების მიღება „გადაუდებელი აუცილებლობაა, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ავარია, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას სამხედრო საშუალებებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანების შედეგად“, – ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში.

IAEA-ის ანგარიშის მიხედვით, დაზიანებულია ტურბინების დაზეთვისთვის განკუთვნილი ზეთის ავზი; კომპლექსი შენობის მახლობლად, სადაც მდებარეობს რეაქტორი; ასევე, სასწავლო კორპუსი – შენობა, რომელშიც განლაგებულია სადგურის ფიზიკური დაცვის საავარიო სისტემა; და, კონტეინერი, რომელშიც რადიაციის მონიტორინგის სისტემაა განთავსებული.

6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ასევე განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებიან, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს.

IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.

Leave a Reply

Menu Title