გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული.
ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.

Leave a Reply

Menu Title