მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 90%-ზე მეტით შეავსო

გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაჩერების მიუხედავად, გერმანიამ გაზსაცავები 90%-ით შეავსო.

ამის შესახებ Deutschlandfunk-ი ევროპის საცავების ოპერატორებზე დაყრდნობით წერს.

გერმანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, 1-ელი ნოემბრისთვის საცავები, სულ მცირე, 95%-მდე უნდა გაივსოს. აღნიშნული მოცულობები იანვარ-თებერვლის სტანდარტული მოხმარების მოცულობას შეესაბამება.

სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ – რაც რუსულმა “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკადი” მთლიანად გააჩერა, გერმანია გაზს ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იღებს. როგორც ცნობილია, ბერლინი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ყატარსა და აფრიკის ქვეყნებთან აწარმოებს.

ჯამურად, ევროკავშირის საცავი უკვე 86%-ით არის შევსებული და გეგმას აჭარბებს, რომლის მიხედვით საცავები 80%-ით მხოლოდ 1-ელი ნოემბრისთვის უნდა ყოფილიყო გავსებული.

Leave a Reply

Menu Title