აზერბაიჯანი წელს ევრო-5-ის დიზელს, მომავალ წელს კი ბენზინს აწარმოებს

მისი თქმით, ქარხნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2026 წლამდე გაგრძელდება, ხოლო პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. ემი ალხასლი ამბობს, რომ ევრო-5 სტანდარტების შესაბამისად დიზელის საწვავის და ბენზინის წარმოების ობიექტების მშენებლობა წარმატებით გრძელდება.

ქარხნის მოდერნიზაციის სამუშაოებში 10 ათასზე მეტი ადამიანი, 50-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი კონტრაქტორი, ასევე, ტექნიკის 190-ზე მეტი საერთაშორისო მწარმოებელი მონაწილეობს. ამასთან, გამოიყენება 40 ტონაზე მეტი ლითონის კონსტრუქცია, ხოლო 1,8 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე ელექტრო კაბელი გაჰყავთ.

ემილ ალხასლის ცნობით, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქარხანაში 22 ძირითადი ტექნოლოგიური ობიექტი იმუშავებს. ასევე, აშენდება და ექსპლუატაციაში შევა არაერთი ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიური ობიექტი, ხოლო ხუთ ძირითად ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

„ქარხნის არსებული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი მთლიანად მოდერნიზდება. ამ პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ქარხნის საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და მდგრად განვითარებას,“ – აცხადებს ალხასლი.

მოძველებული ქარხნის ყოველწლიური გათიშვის თავიდან ასაცილებლად სპეციალური პროგრამა 2021 წელს შემუშავდა, რომელიც ქარხნის სარემონტო სამუშაოებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აბშერონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, არის ერთ-ერთი უდიდესი ობიექტი სამხრეთ კავკასიაში. მოდერნიზაციის სამუშაოების გამო ქარხნის დროებითი და ეტაპობრივი გათშვა მიმდინარე წლის 4 აპრილიდან დაიწყო.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title