„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში

2022 წლის იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ჯგუფების ნაწილისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტარიფი მცირედით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ სემეკზე დაყრდნობით აქვეყნებს.

1000 კვტსთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 20 თეთრს იხდის, 1000-დან 2500 კვტსთ-მდე 22 თეთრს, 2500-დან 5000კვტსთ-მდე 25 თეთრს, 5000-დან 15 000-მდე 26 თეთრს, ხოლო 15000 კვტსთ-ზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში 25 თეთრს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასებს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, აქ ფასები შედარებით მაღალია. მაგალითად თუ ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 20 მგვტსთ-მდეა მომხმარებელი 33 თეთრს იხდის, 20-500 მგვტსთ-მდე — 31 თეთრს, 500-20000 მგვტსთ-მდე 30 თეთრს, ხოლო 20 000 — 70 000 მგვტსთ-მდე 32 თეთრს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title