ბორელი: მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით – დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას განიცდის

მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით – უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას განიცდის, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით – უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას და შედეგად ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ ომი დედამიწაზე ყველას ეხება. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველას ეხება“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

„ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას. არა იმიტომ, რომ ის ჩვენი მეზობელი და პარტნიორია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინის დაცვით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

Leave a Reply

Menu Title