რუსების მიერ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა დაზიანდა

“ტერორისტების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა, ატომური ელექტროსადგურის გამანაწილებელ მოწყობილობასთან ერთად“, – წერს უკრაინული მედია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოპერატორზე – „ენერგოატომის“ განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ, საწვავის გაგრილების ტუმბოების მუშაობის უზრუნველსაყოფად, საგანგებოდ ჩაირთო უსაფრთხოების სისტემების ორი დიზელის გენერატორი.

„რუსები აგრძელებენ ბირთვული ტერორისტული აქტების ჩადენას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. მათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ყოფნაც კი არ აჩერებთ“, – წერს Ukrinform-ი.

Leave a Reply

Menu Title