ლიეტუვამ პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვაში ენერგიის შემნახველი პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული პარკი ქვეყნის ენერგოსისტემას მასში დაფიქსირებული ხარვეზის შემთვევაში უწყვეტად მოამარაგებს ელ-ენერგიით. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„მშენებლობა დასრულებულია, ახლა ვაპირებთ მის გატესტვას“, – წერია ინფორმაციაში.

ენერგიის შემნახველი ელემენტების პარკი საშუალებას მისცემს ქვეყანას ენერგომოხმარების უწყვეტობა უზრუნველყოს, ავარიული სიტუაციების შემთხვევაში. როგორც უწყება აღნიშნავს, ისინი ფაქტობრივად წამიერად ირთვებიან, მაშინ, როცა ახლანდელ სისტემებს ამისთვის 15 წუთი სჭირდება.

სულ ლიეტუვა ელემენტების 4 პარკის მშენებლობას გეგმავს, თითოეულის სიმძლავრე 745 კვტ-ს იქნება. ისინი მოეწყობა ვილნიუსში, შაიუალაიში, ალიტუსსა და უტენსკში.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title