“უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს.

„უნგრეთმა უკვე ბევრი გააკეთა ევროპის ერთიანობის მხარდასაჭერად, თუმცა თუ [სანქციების] პაკეტი ენერგეტიკულ სანქციებს შეიცავს, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია და მხარს არ დავუჭერთ მას“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა.

„ჩვენ ველოდებით სანქციების საბოლოო, სრულ ჩამონათვალს და შემდეგ შეგვიძლია ამაზე მოლაპარაკება. უნგრეთი მხარს არ უჭერს ენერგეტიკულ სანქციებს“, – აღნიშნა გუიაშმა.

28 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ინიციატივით გამოვიდა.

სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს შემდგომ სავაჭრო შეზღუდვებს, ინდივიდუალურ სანქციებსა და ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას.

Leave a Reply

Menu Title