CIA-ის გაზსადენებზე შესაძლო შეტევის შესახებ ევროპელები გაფრთხილებული ჰყავდა

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჯერ კიდე ზაფხულში გააფრთხილა ევროპელი პარტნიორები “წყალქვეშა გაზსადებენზე” მოსალოდნელი შეტევის შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ New York Time-ს ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, CIA-ს შეტყობინება ევროპელების მიმართ არ ყოფილა კონკრეტულ და არ შეიცავდა შესაძლო თავდამსხელი ორგანიზატორს ან დივერსიის დროს.

გაზეთის ცნობით, ამერიკელი მზვერავები უკვე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ნაკადის ორივე გაზსადენზე მომხდარი შემთხვევა საბოტაჟი იყო, თუმცა ჯერჯერობით ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე თუ ვინ შეიძლება იდგას ამ შემთხვევის უკან.

ორივე გაზსადენზე ერთდროული შემთხვევითი ინციდენტის ალბათობას ვაშინგტონში ძალიან უმშიშვნელოდ აფასებენ.

იმის შესახებ, რომ ამერიკულმა დაზვერვმა კარგა ხნით ადრე გააფრთხილა ევროპელი კოლეგები მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ New York Times-მდე გერმანულმა, Spiegel-მა დაწერა.

გერმანული წყაროს ინფორმაციითაც, ამერიკელების მიწოდებული ინფორმაციის შინარაარსი სტრატეგიულ გაფრთიხლებას წარმოადგენდა.

Leave a Reply

Menu Title