ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადება სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ მურაშოვი ოჯახს “უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდება და შეძლებს ბირთვულ ობიექტზე მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენას“. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მურაშოვის დაკავება საფრთხეს უქმნის ობიექტზე ბირთვულ უსაფრთხოებას.

Leave a Reply

Menu Title