„გაზპრომმა“ უკვე დაკარგა ორი მესამედი – პუტინს სურს დამარხოს „გაზპრომი“ – რუსი ეკონომისტი

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და  რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს, სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, ძირითად დარტყმას რუსულ გაზპრომზე თავად ვლადიმერ პუტინი ახორციელებს, – ამის შესახებ მან რადიო „მაესტროს“ განუცხადა.
მისიოვე თქმით, პუტინი ბრძანებებით ზღუდავს ევროპაში რუსული გაზის გაყიდვებს. ეს  დაიწყო შარშანდელი აგვისტოდან და უკვე 12 თვეა გრძელდება, და სულ უფრო მცირე მოცულობით ყიდის გაზს  ევროპაში.
“გასაგებია, რომ ეს ევროპული ქვეყნებისთვის საგრძნობ პრობლემას წარმოადგენს, ეს ელექტროენერგიაზე ფასების ზრდასაც იწვევს, ბევრი პროდუქტის თვითღირებულების ზრდაცაა, ეს პოტენციურად სახლებში უფრო ცივ ზამთარს ნიშნავს,მაგრამ გაზპრომმა უკვე დაკარგა ორი მესამედი, სექტემბრის დასაწყისში, გაზის ექსპორტი ევროპაში 60%-მდე შემცირდა, ასევე გაზპრომმა დაკარგა გაზის მოპოვების მესამედიც (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს სურს ფსკერამდე ჩაძიროს რუსეთის საზოგადოება, ამასთან დამარხოს გაზპრომიც. როგორც იტყვიან, ჩემს მერე – არავის არაფერი ეღირსოსო. რომ გაზპრომმა შეწყვიტოს ფუნქციონირება, როგორც უმსხვილესმა კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე. მე მისი ლოგიკის არ მესმის. ალბათ, მისი ლოგიკა გათვლილია იქითკენ, რომ ევროპელები რუსულ ზეწოლას ვერ გაუძლებენ. პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებს შიგნით  და ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტები დაიწყება. ჯერჯერობით, მედიაში გამოქვეყნებული კომენტარების თანახმად, ევროპელი პოლიტიკოსები კი ნერვიულობენ შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არა იმდენად, რომ  პანიკაში იყვნენ.  ჩემი აზრით,ევროპის  საერთო განწყობა ასეთია – „ჩვენ შევძლებთ ამის გადალახვას“.– განაცხადა ალექსაშენკომ.
 ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ.
წყარო: businesstime.ge

Leave a Reply

Menu Title