Chevron-ის ხელმძღვანელი: დასავლეთის კლიმატის პოლიტიკამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი

დასავლეთის მთავრობებმა თავიანთი კლიმატისა და არასწორი საინვესტიციო პოლიტიკით ნავთობისა და გაზის კრიზისის პროვოცირება და გამწვავება მოახდინეს.

აღნიშნულის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში Chevron-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, დასავლეთის ქვეყნებმა არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებში, იმ მიზეზით, რომ სურდათ უარი ეთქვათ წიაღისეულ საწვავზე, რის გამოც “ტრილიონობით დოლარი” დაიკარგა სექტორში.

ამჟამად, ნავთობისა და გაზის პროექტებზე კაპიტალური ხარჯები პანდემიამდე წლებში დაფიქსირებული დონის დაახლოებით ნახევარია. იმ დროს, როცა წიაღისეული საწვავი კვლავაც აკმაყოფილებს გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 80%-ს.

Chevron-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის მთავრობების მიერ აღებული კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული ვალდებულებები შეეჯახა ენერგეტიკულ კრიზისს, რამაც გამოიწვია ინფლაციის მკვეთრი ზრდა და მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაში ჩაძირვის საფრთხე.

Leave a Reply

Menu Title