ანდრია გვიდიანი: ნებისმიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, მათ შორის განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ნებისმიერ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, მათ შორის განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გახდება ევროკავშირის პირდაპირი პარტნიორი, თუკი ევროკავშირისთვის განკუთვნილი ენერგორესურსები საქართველოზე გაივლის.

„საქართველო ხდება ევროკავშირის პირდაპირი პარტნიორი იმ შემთხვევაში თუ საქართველოზე გაივლის ევროკავშირისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების მოცულობები. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

Leave a Reply

Menu Title