საფრანგეთის საგარეო უწყება რუსეთის ბრალდებებს, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა მიიღო „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენსა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმებში, უსაფუძვლოს უწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა მიიღო ყირიმში, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენსა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმებში, უსაფუძვლოა.

საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბრალდებები მოსკოვის სტრატეგიის ნაწილია, ყურადღება გადაიტანოს აგრესიულ ომში საკუთარი პასუხისმგებლობისგან, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე „ტერორისტული თავდასხმის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა.

ამასთან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.

წყარო: interpressnews.ge

Leave a Reply

Menu Title