თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია შედგა, – ამის შესახებ Anadolu წერს.

ავტომობილის მასობრივი წარმოება ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ბურსაშია დაგეგმილი.

ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.

Leave a Reply

Menu Title