გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს (FSA) ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, დაზოგონ გაზი საცავში მისი დონის შემცირების გამო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
”ჩვენ გვაქვს ბევრი გაზი მარაგში, მაგრამ ზამთარი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს”, – გააფრთხილა მიულერმა მოსახლეობა. მისივე თქმით, ნედლეულის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაზის დაზოგვა, LNG ტერმინალების შექმნა და ინფრასტრუქტურის დაცვა.
ამგვარად, 3 ნოემბრისთვის გერმანიაში გაზის მარაგის მოცულობა 0,03 პროცენტით, 99,26 პროცენტამდე შემცირდა, დასძინა FSA-ს ხელმძღვანელმა. ამავდროულად, სხვა რიგ გაზსაცავებში მარაგები იზრდება.
წყარო: commersant.ge