ზამთარი ევროპაში შეიძლება იყოს ჩვეულებრივზე ცივი, რაც გაზრდის გაზის მოთხოვნას

წელს ზამთარი ჩვეულებრივზე ცივი და მშრალი იქნება. ასეთმა პირობებმა შეიძლება გაზარდოს ზეწოლა მთავრობებზე და კომპანიებზე, რომლებიც მართავენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შემდეგი სამი თვე ჩვეულებრივზე ცივი იყოს, საშუალო ტემპერატურა 4-დან 6 გრადუს ცელსიუსამდე იქნება. ამასთან, მოსალოდნელია ჩვეულებრივზე მშრალი ამინდი, ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით მცირე წვიმა.

„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ზამთარში გათბობასთან დაკავშირებით გაზზე მოთხოვნა გაიზრდება. ხალხი არ გამორთავს გამათბობელს თუ ცივა, და ამიტომ, ჩვენ სავარაუდოდ დავინახავთ სითბოსთან დაკავშირებულ ძლიერ მოთხოვნას“, – თქვა , Capital Economics-ის ერთ-ერთმა მთავარმა ეკონომისტმა კეროლაინ ბეიმ.

ბოლო პერიოდში გაზის ფასები დაეცა, რაც გამოწვეული იყო გაზსაცავებში დაგროვილი მარაგებით. გაზის სავარაუდო საბითუმო ფასები ნიდერლანდებში 9%-ით დაეცა, ბრიტანეთში კი 7%-ით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაზი გაძვირდება, როდესაც ზამთარში ტემპერატურა დაიკლებს, მაგრამ ფასები არ დაბრუნდება იმ მაქსიმუმზე, რაც აგვისტოში იყო.

ზოგიერთი ქვეყნების ხელისუფლებები იმედოვნებს ზომიერ, ნოტიო ზამთარს, რომელსაც ასევე შეუძლია ძლიერი ქარის მოტანა, რაც გაზრდის ქარის ენერგიის წარმოებას.

Capital Economics-ის პროგნოზების მიხედვით, წლის ბოლომდე ევროპული ფასები მეგავატ/სთ-ზე 150 ევროს მიაღწევს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title