ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა

WTI–ს მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 30 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 2003 წლის დეკემბრის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასის ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სამშაბათს, WTI–ს მარკის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 4,7%–ით შემცირდა და ბარელზე 29,93 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება Brent–ს, თებერვლის მიწოდების ღირებულებამ 30,5 დოლარი შეადგინა. ნავთობი იაფდება აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების ფონზე. Bloomberg-ის კონსესუს–პროგნოზის თანახმად, ერთ კვირაში ამერიკაში ნავთობის მარაგები 2 მილიონი ბარელით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მარტისთვის ნავთობის 25–20 დოლარამდე გაიაფებას პროგნოზირებს.

წყარო: კომერსანტი

Leave a Reply

Menu Title