კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 ნოემბრის მონაცემებით, ქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

კლიჩკოს თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება „რაც შეიძლება მალე“ აღდგეს, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებული იქნება უკრაინის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენაზე.

კიევის მერმა ასევე განაცხადა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ დედაქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგება უკვე აღუდგა.

კიევი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე 23 ნოემბერს დარჩა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული შეტევა მიიტანა.

Leave a Reply

Menu Title