როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

გუშინ 22 ნოემბრის, საღამოდან ოკუპირებული აფხაზეთში დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება.

მანამდე ოკუპირებული აფაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროსთან მოლაპარაკებების შედეგები მოხსენა. მის თქმით, მიწოდების გრაფიკის შეთანხმების შემდეგ სპეციალისტები „Ачгуара“-ს (აჩიგვარა) ხაზზე სამუშაოების შესასრულებლად გაემართებიან.

რუსული ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი სწორედ აჩიგვარას ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოების დასრულებას უკავშირდება. გარდა ამისა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზეა.

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარას ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც „ჩერნომოროენერგო“-ს (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ (დაახლოებით 23 ადამიანი). ელექტოგადამცემი ხაზზე, რომელსაც „აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს“ უწოდებენ სარემონტო სამუშაოები, მანამდე არაერთხელ გადაიდო.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title