ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„ახლა უკრაინას სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი უნდა მოვაწოდოთ. მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ ჩვენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას“, – აცხადებს რობერტა მეცოლა.

Leave a Reply

Menu Title