უკრაინამ ყველა ატომური ელექტროსადგური ეროვნულ ელექტრო ქსელთან მიაერთა

უკრაინის ყველა ატომურმა ელექტროსადგურმა სრული გამორთვის შემდეგ, ეროვნულ ელექტრო ქსელზე წვდომა დაიბრუნა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რივნის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები კვლავ ჩართულია ქსელში და მუშაობენ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზეც. უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) გარე კავშირი ელექტრო ქსელთან მისი გათიშვიდან ერთი დღის შემდეგ აღდგა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სარაკეტო იერიშს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

Leave a Reply

Menu Title