ზელენსკი: ენერგომომარაგებაზე შეზღუდვები 14 რეგიონსა და კიევში მოქმედებს

ენერგომომარაგების შეზღუდვა ამჟამად მოქმედებს 14 რეგიონში და უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა ქვეყნის ელექტროქსელის აღდგენა 26 ნოემბერს განაგრძეს.

ზელენსკის თქმით. ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების მეტი შესაძლებლობა უკვე გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მიწოდება სრულად სტაბილური იყოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ საღამოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, შესაძლოა, ელექტროენერგიის გათიშვის რიცხვი გაიზარდოს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვა და მისი გონივრულად მოხმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Leave a Reply

Menu Title