“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0,05 – 1,61 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0.08 – 1,73 ევროთი/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ საბერძნეთში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
29 ნოემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.07 ევროს, დიზელის საწვავი – 1,90 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,00 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,13 ევროს, დიზელის საწვავი – 2.10 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,98 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,08 ევროს, დიზელის საწვავი – 2.14 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,74 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,82 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,98 ევრო, დიზელის საწვავი – 0,88 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.24 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1.29 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.36 ევროს , დიზელის საწვავი – 1,22 ევროს;
აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,56 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,13 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,30 ევროს; დიზელის საწვავი – 0,45 ევროს;
უკრაინაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,29 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,31 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.33 ევროს, დიზელის საწვავი – 1,42 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,03 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,06 ევროს, დიზელის საწვავი – 1,23 ევროს.
მოლდავეთში – A-92 მარკის ბენზინი – 1,22 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,52 ევროს, დიზელის საწვავი – 1,24 ევროს.
ბელორუსიაში – A-92 მარკის ბენზინი – 0,93 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,06 ევროს, დიზელის საწვავი – 0,97 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის ბენზინი – 1.08 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.37 ევროს; დიზელის საწვავი – 1.42 ევროს;
დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში:
(29 ნოემბრის მდგომარეობით):
ქვეყანა | ბენზინი 92 | ბენზინი 95 | ბენზინი 98 | დიზელი |
რუსეთი | 0,74 ევრო | 0,82 ევრო | 0,98 ევრო | 0,88 ევრო |
აზერბაიჯანი | 0,56 ევრო | 1,13 ევრო | 1,30 ევრო | 0,45 ევრო |
ბელორუსია | 0,93 ევრო | 0,97 ევრო | 1,06 ევრო | 0,97 ევრო |
სომხეთი | 1.24 ევრო | 1.29 ევრო | 1,36 ევრო | 1.22 ევრო |
თურქეთი | 1,03 ევრო | 1,06 ევრო | 1,23 ევრო | |
უკრაინა | 1,29 ევრო | 1,31 ევრო | 1.33 ევრო | 1,42 ევრო |
მოლდავეთი | 1,22ევრო | 1,24 ევრო | 1,52 ევრო | 1,24 ევრო |
ლიტვა | 1,59 ევრო | 1,72 ევრო | 1,76 ევრო | |
ლატვია | 1,69 ევრო | 1,73 ევრო | 1,80 ევრო | |
ესპანეთი | 1,71 ევრო | 1,86 ევრო | 1,80 ევრო | |
იტალია | 1,65 ევრო | 1,87 ევრო | 1,73 ევრო | |
საფრანგეთი | 1.76 ევრო | 1.81 ევრო | 1.86 ევრო | |
საბერძნეთი | 2,02 ევრო | 2,22ევრო | 1,97 ევრო | |
გერმანია | 1,89 ევრო | 2,03 ევრო | 1,95 ევრო | |
ნიდერლანდები | 1,93 ევრო | 2,07 ევრო | 1,90 ევრო | |
ნორვეგია | 2,00 ევრო | 2,13 ევრო | 2.10 ევრო |