თურქული ელექტროენერგეტიკული კომპანია Karpowership აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინაში ელექტრო გემების გაგზავნის თაობაზე, რათა ქვეყანას ელექტროენერგია მიაწოდოს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მძლავრი თავდასხმების ფონზე, იუწყება Nikkei Asia Karpowership-ის საბჭოს წევრზე დაყრდნობით.
“300 მეგავატი, რომლის მიწოდება შესაძლებელია სამი გემით, შეუძლია ენერგიით უზრუნველყოს 1 მილიონამდე უკრაინული სახლი სრული სიმძლავრით.
მათი დაკავშირება ადგილობრივ ელექტრო ქსელებთან 30 დღეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
წყარო: bfm.ge