ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის. რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის შეგნებული დესტაბილიზებით, მაგრამ მსოფლიოს მაინც არ შეუძლია მისი ნამდვილი ენერგეტიკული განიარაღება გადაწყვიტოს. ეს სუსტი პოზიციაა და მხოლოდ დროის საკითხია, მაინც როდის გახდება უფრო სერიოზულ ინსტრუმენტების გამოყენება საჭირო?! სამწუხაროა, რომ ეს დრო ხელიდან იქნება გაშვებული. ლოგიკა აშკარაა – თუ რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 60 დოლარია ნაცვლად, მაგალითად, 30-ისა, რომელზეც ამბობდნენ, კერძოდ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს ფული არა მხოლოდ ომზე და არა მხოლოდ რუსეთის მიერ სხვა ტერორისტული რეჟიმებისა და ორგანიზაციების სპონსორობაზე წავა, ეს ფული წავა ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომ დესტაბილიზაციაზეც, რომლებიც ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების არიდებას ცდილობენ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Leave a Reply

Menu Title