მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი არ იმოქმედებს ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ წარმოების შემცირება მოუწევს

ჩვენ ვმუშაობთ მექანიზმებზე, რათა აიკრძალოს ფასის ზედა ზღვრის ინსტრუმენტის გამოყენება, მიუხედავად იმისა თუ რა დონეა დაწესებული, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა ბაზრის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„რუსეთი მუშაობს ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესაძლებლობაზე, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს ექვემდებარება“, – აღნიშნა ნოვაკმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ იმოქმედებს დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ ოფიციალურ მოსკოვს წარმოების შემცირება მოუწევს.

წყარო: Ipn.ge

Leave a Reply

Menu Title