იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხუზესტანის პროვინციაში 300 მეგავატი სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

ირანის ვიცე-პრეზიდენტი და ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამად ესლამი ქალაქ დარჰოვეინში კარუნის ატომური ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო.

ირანული მედიის ცნობით, ელექტროსადგური PWR-ის ტიპის რეაქტორის (წნევით გაგრილებული ბირთვული რეაქტორის) ხარჯზე, (ანუ გამაგრილებლად და მოდერატორად მსუბუქი წყლის გამოყენებით) იმუშავებს.

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაახლოებით 8 წელი დასჭირდება, პროექტის ღირებულება $2 მილიარდად არის შეფასებული. ელექტროსადგური 4 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანზე იმუშავებს.

Leave a Reply

Menu Title