უკრაინული მედია: “საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორის თანხა 8 დღეში შეაგროვეს”

მაშინ, როცა უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარება სხოვა და მისგან პასუხად უარი მიიღო, ქართველებმა გადაწყვიტეს, საკუთარი სახსრებით ეყიდათ აღნიშნული გენერატორები და საჩუქრად გადაეცათ ომში მყოფი ქვეყნისთვის.

ინიციატივის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში უკვე 200 გენერატორის საყიდლად სამყოფი თანხა შეგროვდა და ეს ყველაფერი 8 დღეში მოხერხდა. აქცია 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამ ფაქტს უკრაინული მედია ეხმაურება:

„გააზიარე სინათლე“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისთვის 200 გენერატორისთვის თანხა 8 დღეში შეაგროვეს. აქცია 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მონაწილეობა 1176 ადამიანმა მიიღო, კიდევ 9 ადამიანმა გენერატორი ჩააბარა.

გენერატორებს კიევში 24 დეკემბერს ჩამოიტანენ და ჩვენს დედაქალაქში მათ პარტნიორი ორგანიზაციები გადაანაწილებენ იმ ობიექტებს შორის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ყველა გენერატორს ექნება სტიკერები იმ ადამიანების სახელებით, ვინც მათ შეძენაში დაეხმარა.

გენერატორები და ტრანსფორმატორები უკრაინისთვის ამ დღეებში მრავალი ქვეყნიდან იგზავნება. ევროპარლამენტმა დაიწყო კამპანია „იმედის გენერატორები“, რომელმაც უკვე მოიცვა ევროპის 200-ზე მეტი დიდი ქალაქი” – წერია სტატიაში.

Leave a Reply

Menu Title