Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვება 2026 წლამდე გადადო

კომპანია Apple-მა ავტოპილოტით აღჭურვილი ელექტრომობილის გამოშვების ამბიციური გეგმა 2026 წლამდე გადადო – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მათივე ცნობით გეგმის ცვლილება იმ ფაქტორებმა განაპირობა, რომ ავტოპილოტის სისტემა პროგნოზირებული ტემპით ვერ განვითარდა და თვითმართვადი სისტემის გამოყენება მხოლოდ სპეციალურ, ისეთ გარემოშია შესაძლებელი, როგორიც ავტობანია.

Bloomberg-ის ცნობით, სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას Apple-ი აღარ გეგმავს. ელექტრომობილს, რომელსაც Apple-ი 2026 წელს გამოუშვებს, ჩვეულებრივი საჭე და ავტოპილოტი ექნება, რომელიც მძღოლის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს.

ელექტრომობილის ფასი Tesla-ს და BMW-ს მსგავსად 100 000 დოლარის  ფარგლებში იქნება.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title