რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც მასზე ზღვრულ ფასს ადგენენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით.
„რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ, არ გავყიდით იმ ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს“, – თქვა პუტინმა.