ჩინეთის სუფთა ენერგიის გიგანტებმა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარადგინეს

Ming Yang Smart Energy Group-მა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარმოადგინა – ე.წ. „ოფშორული ბეჰემოთი“, რომლის ფრთების სიგრძე 140 მეტრს აღემატება და ფეხბურთის ცხრა სტადიონის ფართობზე მეტია.

მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურბინას წარმოების მაქსიმიზაციისას 18 მეგავატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. როგორც ჩინელი მწარმოებლის პრესრელიზიდან ირკვევა, ტურბინა ყოველწლიურად 96,000 ადამიანისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პატარა მოდელების მაგივრად მისი გამოყენება შეამცირებს როგორც პროექტით გათვალისწინებული დასამონტაჟებელი ტურბინების რაოდენობას, ასევე შეამცირებს პროექტის განხორციელების ხარჯებსაც.

საინტერესოა, რომ Ming Yang Smart Energy Group-ის მიერ „ოფშორული ბეჰემოთის“ დაანონსებამდე ერთი კვირით ადრე, კომპანიის ისტორიაში რეკორდული სიდიდის ტურბინის გამოშვების შესახებ განცხადება გააკეთა China State Shipbuilding Corp-მა. ორივე კომპანიის ქარის ტურბინა შექმნილია 18 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის გამოსამუშავებლად, თუმცა China State Shipbuilding Corp-ის ქარის ტურბინის ფრთები შედარებით უფრო პატარაა, ვიდრე მისი კონკურენტი ფირმის შემთხვევაში.

Ming Yang-მა გასულ კვირას მისი პირველი 16-მეგავატიანი სიმძლავრის ტურბინაც წარადგინა, რომელიც ასევე რეკორდული ზომის იყო 2021 წლის აგვისტოსთვის, შესაბამისად იმ დროისთვის, როდესაც მისი გამოშვება პირველად დაანონსდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ქარის ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში. ქვეყნის ტურბინების მწარმოებლებმა კი მოთხოვნის ზრდა უფრო დიდი ზომისა და დახვეწილი ქარხნების ასაშენებლად გამოიყენეს. შედეგად, ჩინეთის ქარხნები კონკურენტუნარიანი გახდა ისეთი ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, Vestas Wind Systems A/S-ი და General Electric Co.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title