ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ევროპის წყალბადის მილსადენი გერმანიამდე გაგრძელდება

საფრანგეთი და გერმანია წყალბადის მილსადენის გერმანიამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. არსებული პროექტის თანახმად წყალბადის მილით ბარსელონა მარსელს უნდა დაკავშირებოდა. ამის შესახებ ორი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებმა კვირას, 22 იანვარს, ელისეის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეზე გააფორმეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნები „წყალბადის ევროპული მაგისტრალის“ მშენებლობას გეგმავენ, რომლის მეშვეობითაც წყალბადი მთელ ევროპას მიეწოდება. „ეს მოიცავს ნაციონალური და ტრანსსასაზღვრო წყალბადის ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, უკვე არსებული და დაპროექტებული ინფრასტრუქტურების დაერთებას, ასევე  H2Med მილსადენის გაგრძელებას გერმანიამდე“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

წყალბადის წარმოების მეთოდოლოგია შესათანხმებელია

საფრანგეთი და გერმანია ასევე შეთანხმდნენ წყალბადის საკითხებზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. მინისტრების დონის ჯგუფი აპრილის ბოლომდე შეიმუშავებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, თუ რა მეთოდით უნდა აწარმოონ წყალბადი, წერს სააგენტო AFP.

გერმანია „მწვანე წყალბადის“ წარმოებას უჭერს მხარს, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით უნდა გამოიმუშაონ. საფრანგეთი, თავის მხრივ, „წითელ წყალბადს“ უჭერს მხარს, რაც წყალბადის ატომური ენერგიით გამომუშავებას გულისხმობს.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title