“არ გვაქვს ფუფუნება უარი ვთქვათ ჰიდრორესურსებზე და მილიონობით ლარის ელექტროენერგია შემოვიტანოთ დეფიციტის პირობებში”

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება უარი ვთქვათ ჰიდრორესურსებზე და მილიონობით ლარის ელექტროენერგია შემოვიტანოთ დეფიციტის პირობებში – განაცხადა ბიზნეს სტანდარტის ეთერში სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი განმარტებით, თუ გარემოს დაცვის მიმართულებით უწყინარი ჰესია და მნიშვნელოვან გავლენას არ ახდეს, უნდა ავაშენოთ.

„გეზეშეების განხილვა საჯაროდ უნდა მოხდეს და ყველამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. სამწუხაროდ “მწვანეების” სიტყვა უფრო ისმის და მეორე მხარის, საზოგადოების ხმა ცოტა ნაკლებად.

სწორია გადაწყვეტილება იგივე ნამახვანჰესთან დაკავშირებით, თუ გადის ინვესტორი და თავს ანებებს პროექტს, ამით ეს პროექტი არ უნდა დავაკონსერვოთ. სახელმწიფო უნდა ჩაერთოს თვითონ და მანვე უნდა გააკეთოს და შესაძლოა შემდეგ ოპერირებისთვის გადასცეს, ან საჯარო პარტნიორობით გააკეთოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და ამ მარგინალურ ჯგუფებს და ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც ქვეყანაზე ვისაც შესტკივათ გული მოუწევთ დისკუსია. ჩაერთვებიან ექსპერტები, სპეციალისტები, თუ რაღაცა დასკვნას აკლია ალტერნატიული დასკვნა გაკეთდება, დასკვნა შეივსება და ასე კონსენსუსით გზით შეივსება ამ სადგურის და სხვა სადგურების მშენებლობაც.

სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენს მეზობელ თურქეთში 20 ცენტია ელექტროენერგიის ღირებულება და ასეთ პირობებში როდესაც თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებ გაგვიძვირდება დენი. გაძვირებული დენი გაძვირებულ წარმოებას ნიშნავს, ბევრი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს და სახლში ელექტროენერგიის გადასახადს თუ ვინმე პირობითად იხდის 100 ლარს მოუწევს 200 ლარის გადახდა. 2-3 წელიწადში, შეიძლება უფრო მალეც, თუ ჩვენ ჰიდრორესურსებს არ ავითვისებთ ეს რეალობა დაგვიდგება“, – აცხადებს დავით ნარმანია.

Leave a Reply

Menu Title