2022 წელს „თელასმა“ 7,3%-ით მეტი ელექტროენერგია გაანაწილა

2022 წელს კომპანია “თელასმა”  წარმატებით განახორციელა პროექტები დედაქალაქის ელექტროქსელის საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით.

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს შესრულდა ქვესადგურების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, ქვესადგურებზე „ჩუღურეთი“ და „დინამო“ Т2 32  MVA ძალოვანი ტრანსფორმატორები შეიცვალა. მოცემული პროექტების განხორციელების შედეგად ქვესადგურების სიმძლავრე 7 მეგავატით გაიზარდა. 2022 წელს დაიწყო  35-110 კვ ელექტრლოქსელში SCADA-ს სისტემის დანერგვის პროექტი.

2022 წელს კომპანია „თელასმა“ 3,025 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 7,3% (205 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის მონაცემებით 2021 წელთან შედარებით 3,1%-ით (21,6 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 725,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 652,5 ათასი  – ფიზიკური პირია, ხოლო 72,9 ათასი – იურიდიური პირი.

2022 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 661 კმ შეადგინა, რაც 4,2%-ით (271 კმ-ით) აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს (6 390 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

წყარო: bstandard.ge

Leave a Reply

Menu Title