ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკაში, ეს არის ღრმა შესწავლის საგანი

ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკაში, ეს არის ღრმა შესწავლის საგანი

პროექტები, რომელიც ე3ნერგოსექტორში ხორციელდება ღრმა შესწავლას საჭიროებს, ამის შესახებ ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ანზორ ჭითანავამ განაცხადა.
ჭითანავას განცხადებით, მცირე ჰესების განხორციელება აუცილებელია ლოკალური ამოცანების გადასაწყვეტად, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან დიიდ ჰესების ალტერნატივა.

” – ენერგეტიკული მოწყობის თემა დღეს არის ყველაზე აქტუალური თემა და ამ თემის აქტუალობა განპირობებულია ეკონომიკის ყველა მიმართულებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ქვეყნისთვის სპეციფიურია.

ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკაში, ეს არის ღრმა შესწავლის საგანი. იმისათვის, რომ ხუდონჰესის პროექტი დასაბუთებულიყო რამდენიმე მილიონის სამუშაოები იქნა შესრულებული, რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს შეიცავდა როგორც ადგილობრივ მასალებს, ასევე პროგნოზულ შეფასებებს, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო ამ ობიექტის განხორციელების შედეგად.
ხუდონეჰსი აუცილებლად უნდა აშენდეს და იმიტომ უნდა აშენდეს, რომ ხუდონი უკვე დაწყებულია და ამ მშენებლობის ერთი მესამედი უკვე განხორციელებულია და ის ნგრევა, ის უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე, რომელიც მოხდა ამ მშენებლობის შეწყვეტით, ისეთ პოგრესიულ ხასიათს იღებს, რომ მან შეიძლება კატასტროფა მოიტანოს”, – განაცხადა ანზორ ჭითანავამ.

მისი თქმით, არ შეიძლება განხილული იქნას ენერგეტიკული რესურსების გამოყენების საკითხი იზოლირებულად.

შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესი მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლვარე 702 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ კვტ.სთ.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

Leave a Reply

Menu Title